ემიგრაცია არაერთი პროფესიის, წარსულისა და ისტორიის მქონე ადამიანებს აერთიანებს. ქართულ დიასპორაში ადვილად შეამჩნევთ განსხვავებული ნიშის მქონე ადამიანებს. ჩნდება ინტერესი მეტი გაიგო იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ ნებდებიან ემიგრაციის სირთულეს და ცდილობენ სოციუმში მყარი სოციალური ადგილი იპოვონ. ჩვენს მკითხველს ამჯერად მილანში მცხოვრებ გოგა მანიას გავაცნობთ, რომელიც თავისი ცხოვრების სტილით, ნამდვილად შესამჩნევი ადამიანია.
30 წლის გოგა ბოდიბილდინგის და ფიტნესის დარგში პერსონალური მწვრთნელია და მისი აღნაგობა სულაც არ საჭიროებს პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა ნიჰილისტი მკითხველისთვის, დიპლომის დამადასტურებელ ფოტოსაც გთავაზობთ. გოგა დასაოჯახებელია და 4 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს.